“გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი“, “ხელისუფლება დაგვცინის“, “ოცნება აღარიბებს“ ამ სახელწოდების ტრანსფარანტებით აქცია დღეს ქუთაისში გამართა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გაძვირებული კომუნალური გადასახაები და პროდუქტებზე მომატებული ფასები გააპროტესტეს. “მაშინ როდესაც ქუთაისელი მოსახლეობა საკუთარი შემოსავლით ვერ ახერხებს გაძვირებული პროდუქტის ყიდვას და შიმშილის ზღვარზეა ქალაქის მერს საკუთარი ხელფასის ოდენობა არ აკმაყოფილებს“. განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგა შუშანიამ. ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.