შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფლად ვაქცინაციის კამპანია ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარეობს
02.02.2022
უკან დაბრუნება
სოფლად ვაქცინაციის კამპანია ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარეობს. სოფელ ინგირსა და კახათში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჯანდაცვის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ვაქცინაცია. რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს და სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 30 სოფელი შეირჩა, სადაც აცრის მსურველთა ორგანიზებული ვაქცინაცია მიმდინარეობს.