,,ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია
01.02.2022
უკან დაბრუნება
,,ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.ღიბრაძემ საზოგადოებას ახალი გადაწყვეტილებები გააცნო და მათ რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.