დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უსიმპტომობის შემთხვევაში ლაბორატორიები არ გადატვირთონ
01.02.2022
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უსიმპტომობის შემთხვევაში ლაბორატორიები არ გადატვირთონ. მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გამართლებულია კონტაქტებმა მიმართონ რამდენიმე დღიან თვითიზოლაციას. სიმპტომების გამოვლენისთანავე კი მიმართონ ოჯახის ექიმს, ან დარეკონ 112-ში. გიორგიძის თქმით გადატვირთულ ლაბორატორიებში შესაძლოა სხვა რესპირატორული დაავადებებით დავირუსება , მათ შორისაა ა ტიპის ეიჩ სამი -გრიპი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურადაა გავრცელებული, ქალაქში კოვიდ ტესტების ჩატარება სხვადასხვა ლოკაციაზე მათ შორის სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო ლაბორატორიებში არის შესაძლებელი, თუმცა ინფიცირების უკიდურესად გაზრდილი მაჩვენებლის პარალელურად თვალშისაცემია ხალხმრავლობა და რიგები კოვიდტესტირების კაბინეტებთან.