შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო
31.01.2022
უკან დაბრუნება
კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. უწყების წარმომადგენლები წყალტუბოს რაიონში სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახელეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოაქალაქეებს შესაძლებობა აქვთ აცრა, სოფლებში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთეონ. მათ მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალიტები გაუწევენ. აღნიშნული კაპმანიით სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში უკვე ისარგებლეს.ადგილობრივების ნაწილმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი ბუსტერი გაიკეთა.