შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვაქცინაციის კამპანიის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
31.01.2022
უკან დაბრუნება
ვაქცინაციის კამპანიის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვდრა მუნიციპალიტეტის თეატრის დარბაზში შედგა, რომელსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც დაესწრო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა მთავრობის წამახალისებელი კამპანიის შესახებ ისაუბრა, რომელიც 50 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებზე კოვიდ 19-ის საწინაამდეგო ვაქცინით პირველადად აცრის შემთხვევაში 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ითვალისწინებს, ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში დამატებით 100 ლარს მიიღებენ. მერმა აღნიშნა, რომ კამპანია მოიცავს მოსახლეობის სრულად ინფორმირებას, რისთვისაც ცალკეულ ლოკაციებზე იუშავებენ სპეციალური ჯგუფები, მისივე ჩართულობით.