შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორბოულში მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა
31.01.2022
უკან დაბრუნება
საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორბოულში მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა. იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში. ამ მიზნით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში მოსახლეობის ვაქცინაცია სოფლის სამედიცინო ამბულატორიაში ჩატარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო პერსონალი. მოსახლეობის ამბულატორიამდე მიყვანა თვითმმართველობამ უზრუნველყო. აქციის ფარგლებში უმეტესად აიცრნენ 50 წელს გადაცილებული პირები. სწორედ ამ ასაკის მოსახლეობისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.