შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა
31.01.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის 6 სტუდენტს, უმაღლესი აკადემიური შედეგების თანახმად, მერია 300 ლარიან სტიპენდიას გადასცემს. მერიის სტიპენდიატების პროგრამაში სიახლეა- 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის შედეგების მიხედვით, მერის სტიპენდიანტების რაოდენობა გაიზრდება. თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიატებად წარდგენილი იქნება 2-2 სტუდენტი.