შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის სკოლებში ვირუსით ინფიცრების მაჩვენებელი დღითი დღე მატულობს
31.01.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის სკოლებში ვირუსით ინფიცრების მაჩვენებელი დღითი დღე მატულობს. ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი დღის ამბებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეის მონაცემებით ინფიცრებულია 199 მასწავლებელი და 1126 მოსწავლე. სრულად დისტანციურზეა 10 საჯარო და 1 კერძო სკოლა გადასული. ასევე, განათლების სამინისტროსთან დამატებით კიდევ 10 საჯარო სკოლის ონლაინ რეჟიმში გადაყვანაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ცქიტიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა რომ სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი რეკომენდაციები სრულად დაცულია, მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. შეგახსენებთ, რომ გასული ხუთშაბათის მონაცემებით ონლაინ ფორმატში სწავლების სურვილი 4330 მოსწავლემ დააფიქსირა.