ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის კრივის დარბაზში ქუთაისის ღია პირველობა კადეტ მოკრივეთა შორის ჩატარდა
31.01.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის კრივის დარბაზში ქუთაისის ღია პირველობა კადეტ მოკრივეთა შორის ჩატარდა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქუთაისის, თბილისის, წყალტუბოსა და გორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში რინგზე 70–მდე მოკრივე გავიდა, გამარჯვებულები კი 14 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტურნირი ა.(ა).ი.პ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და იმერეთის კრივის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ დააჯილდოვეს.