დასავლეთ საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მშრალი უნალექო ამინდებია მოსალოდნელი
29.01.2022
უკან დაბრუნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტის, გია ფრუიძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მშრალი უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა დაბალი იქნება. მეტეოროლოგების პროგნოზით 3 თებერვლიდან ამინდი შეიცვლება, როგორც ფრუიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი-ბარში წვიმის, მთიან რეგიონებში კი თოვლის სახით.