ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე ჩვენ დავინტერესდით როგორია კოვიდვითარება რეგიონებში.როგორც ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მაჩიტიძე აცხადებს, რეგიონში კოვიდ სტატისტიკა გაზრდილია. სულ 5 600 კოვიდშემთხვევაა რეგისტრირებული ამათგან ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 48 პირი. აქტიური პაციენტია 457, იზოლაციაში იმყოფება 366, სულ რეგიონში 25 ადამიანი გარდაიცვალა. ნატო მაჩიტაძე ასევე ბაღდათში არსებული სკოლების და ბაღების კოვიდ ვითარებაზეც საუბრობს. ინფიცირების გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობს ხობის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. შორენა საბახტარაშვილის თქმით ყოველდღიურად რეგიონში 60 მდე შემთხვევა ფიქსირდება, ყველა მათგანი მსუბუქი სიმძიმისაა. მისივე ინფორმაციით რეგიონში არსებული 28 საჯარო სკოლიდან 2 მათგანში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს.