ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას აფასებენ
28.01.2022
უკან დაბრუნება
„შინაარსისგან დაცლილი წერილის მოვალეობის მოხდის მიზნით გაგზავნას არანაირი აზრი არ აქვს“ - ასეთ შეფასებას აკეთებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა შუშანია უკრაინის მხარდასააჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, წერილი უნდა იყოს რეალური მხარდაჭერის ამსახველი.
რეზოლუციის ტექსტს არ ეთანხმებიან და მიუღებელია ევროპული საქართველოს წევრებისთვისაც. დავით გოგისვანიძე დღის ამბებტან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება არ მიიღებს ისეთ რეზოლუციას, რაც რუსეთს წინააღმდეგ იქნება მიმართული.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.თემაზე ადგილობრივ თვითთმართველობაში კომენტარი არ გააკეთეს.