ინფრასტრუქტურული სამუშაობი საჩხერის მუნიციპალიტეტში
23.04.2016
უკან დაბრუნება
სოფელ სხვიტორში საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება, სამუშაოებზე 25-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 470 776 ლარია. ძალოსნობის დარბაზის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში მაჭავარიანის ქუჩაზე. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 160 000 ლარით არის დაფინანსებული. 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარი დაიგო სოფელ ბაჯითში. სამუშაოების ღირებულებამ 712 000 ლარი შეადგინა. დასრულებული და მიმდინარე პროექტები მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა დაათვალიერეს.