ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა
27.01.2022
უკან დაბრუნება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი თემა, ფარმაცევტული მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები იყო. ყურადღება ასევე |გამახვილდა იმ მექანიზმებზე, რაც მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს. საუბარი შეეხო ელექტრონული რეცეპტების დანერგვის აუცილებლობას. შეხვედრაზე პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე დევნილთა და სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევებიც განიხილეს.