ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში სალონური საღამო გაიმართა
27.01.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში სალონური საღამო გაიმართა. ღონისძიებაში 60+ კლუბის წევრები იყვნენ ჩართულები. კულტურულ-შემეცნებით საღამოზე რომელიც ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს ტარდება, თითოეული დამსწრე თავის შემოქმედებას თანაქალაქელებს უზიარებს, საღამოებზე დასწრება კი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. 60+ კლუბის მიზანი ნიჭიერი პოეტების, მუსიკოსების, კომპოზიტორების, მხატვრებისა და ხელოვნების სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების წახალისება, მათთვის სტიმულის მიცემაა. პანდემიის ფონზე მსგავსი შეკრებების აუცილებლობა თანდათან გაიზარდა და 60+ კლუბის დამფუძნებლების განცხადებით, მსგავსი სალონური საღამოები, ყველა რეგულაციის დაცვით, ჩვენს ქალაქში კიდევ ბევრჯერ გაიმართება.