შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საბავშვო ბაღებში 108 პედაგოგია კოვიდინფიცირებული
27.01.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 108 პედაგოგია კოვიდინფიცირებული,ხოლო 30 ტესტის პასუხს ელოდება. ამ დროისთვის,ქალაქში სრულად არის დახურული 4 სააღმზრდელო დაწესებულება- 13,22,30 და 34 საბავშვო ბაღები . ასევე დაკეტილია 7 ბაღის ცალკეული ჯგუფები. დღეის მონაცემებით, სკოლამდელ დაწესებულებებში ჯამში 1300 ბავშვი გამოცხადდა. ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, საბავშვო ბაღების გარკვეულ პერიოდით დახურვას არ გამორიცხავს.