შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თეა წულუკიანი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალ, მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეს ესტუმრა
26.01.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალ, მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეს ესტუმრა და მინისტრის მოადგილესთან, იოსებ ბაღათურიასთან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად სამშენებლო პროცესს გაეცნო. 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.კომპლექსის მშენებლობის დამთავრება გაზაფხულზე იგეგმება, 4 ივლისს ამავე სასახლეში გაიმართება კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსოფლიო შესარჩევი მატჩი საქართველო-ესპანეთს შორის.