შშმ პირის ცემის ფაქტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ
26.01.2022
უკან დაბრუნება
24 იანვარს გავრცელებულ ვიდეოკადრებს , სადაც ჩანს რომ ძალოვანი შშმ პირს სცემს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. აღნიშნული ფაქტის არაერთ შემთხვევაზე საუბრობს ლეიბორისტული პარტიის წევრი ირაკლი კიკვაძე. მისი თქმით ეს არის გამოვლინება თუ როგორ ძალადობრივ სისტემასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკოსის თქმით საზოგადოებაში არარის საკმარისი პროტესტი მსგავსი შემთხვევების დასაგმობად. ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა შალამბერიძე გმობს მსგავს ქმედებას, მისი თქმით პოლიციელების დასჯა უნდა მოხდეს სამართლებრივ ჩარჩოებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მსგავს ფაქტებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.