„1-ელი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება“
25.01.2022
უკან დაბრუნება
„1-ელი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება“ ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა , ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, რეგულაცია ყველა იმ დაწესებულებას შეეხება, რომლებსაც თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ჰქონდათ. ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, რომ პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტიც“ მიეცემათ.