შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა
25.01.2022
უკან დაბრუნება
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 335 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 160 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა - 1 608, იმერეთი - 1 907, ქვემო ქართლი - 727, შიდა ქართლი - 794, გურია - 290, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი - 376, სამცხე-ჯავახეთი - 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 87 609 . ქვეყანაში არსებული კოვიდ სტატისტია დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღცვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულოების შემდეგ საზოგადოებას გააცნეს.