მინისტრის თქმით 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ
25.01.2022
უკან დაბრუნება
გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ვაქცინაციის წახალისების პროგრამის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებაზეც ისაუბრა.
ცნობისთვის, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 ნოემბრიდან, თავდაპირველად 60 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ამოქმედდა. 2022 წლის იანვრიდან კი, პროგრამაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩაერთნენ.