ქუთაისის სკოლებში ეპივითარება შეიცვალა. როგორც ქუთაისის რესუსრ ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი დღის ამბებთან აცხადებს, მზარდია ვირუსის მაჩვენებელი, როგორც პედაგოგებში, ასევე მოსწავლებში. 37 სკოლის 32 კლასი ონლაინ რეჟმზეა გადასული. რაც შეეხება სკოლებს, მე-9 და მე-11 სკოლები სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სწავლას ონლაინ ფორმატში განაგრძობენ. ხოლო 29-ე საჯარო სკოლა ონლაინზე ეპიდვიტარების გამო გადავიდა. ცქიტიშვილის თქმით, ბოლო ხუთშაბათის მონაცემებით, ონლაინ რეჟიმში სწავლის სურვილი 4482 მოსწავლემ გამოთქვა. მისივე ინფორმაციით სასკოლო სივრცეში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად არის დაცული.