შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე ისაუბრა
24.01.2022
უკან დაბრუნება
2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა - მინისტრ აზარაშვილს აქვს სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს აქვთ ორი ალტერნატივა, თავად აირჩიონ ბინა თბილისში, რომლის ფასიც იქნება კვადრატული 550 დოლარის ეკვივალენტი ლარში და სახელმწიფო მის შესყიდვას განახორციელებს, ან წლის ბოლომდე დაელოდონ ბინების მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სახელმწიფო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.