შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



DMO Imereti მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა "Fitur-2022"-ში მონაწილეობს
21.01.2022
უკან დაბრუნება
DMO Imereti მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა "Fitur-2022"-ში მონაწილეობს. ყოველწლიური გამოფენა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. როგორც DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა მარი დევიძემ განაცხადა, იმერეთისთვის მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იყოს ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, როგორიცაა მადრიდის გამოფენა, რადგან ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა მსოფლიოში. ამჯერად "Fitur-2022"-ის 42-ე ექსპოზიციაა და მასში 165 ქვეყანიდან 10 190 კომპანია-ექსპონენტი, 140 120 კერძო სექტორისა და 110 860 ფართო საზოგადოების წარმომადგენელი მონაწილეობს.