ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქუთაისში, მერიის წინ გაძვირებული კომუნალური გადასახადები გააპროტესტეს და აქცია გამართეს.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას წერილით მიმართა , ითხოვს პასუხს, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას გაზრდილ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით.
საპროტესტო აქცია ქუთაისის პარალელურად თბილისსა და ბათუმშიც მიმდინარეობდა.