კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით 2 სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
20.01.2022
უკან დაბრუნება
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით 2 სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
ამჯერად, სამინისტრომ კონკურსი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოაცხადა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გაუვიდა.