დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
12.01.2022
უკან დაბრუნება
დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
პროექტის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცეები და შადრევნები ეწყობა, ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივანის“ მშენებლობა - რეაბილიტაცია, იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები, აღდგება დაზიანებული ბორდიურები, წესრიგდება მოსასვენებელი სივრცეები, დეკორატიული შემოღობვითა და გარე-განათებებით
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე მოინახულეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.