გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ობსერვატორიის უფროსი, ავთანდილ ქვაჩაკიძე, ჩვენთან ინტერვიუში მომავალი რამდენიმე კვირის ამინდის პროგნოზზე საუბრობს
12.01.2022
უკან დაბრუნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ობსერვატორიის უფროსი, ავთანდილ ქვაჩაკიძე, ჩვენთან ინტერვიუში მომავალი რამდენიმე კვირის ამინდის პროგნოზზე საუბრობს. როგორც მან განაცხადა, დღეს საღამოდან დასავლეთ საქართველოში შემოსვლას იწყებს ცივი ჰაერის მასები. მოსალოდნელია დაბალი ტემპერატურები, წვიმა და თოვჭყაპი. მომდევნო დღეებში დღისა და ღამის საშუალო ტემპერატურა ერთმანეთს გაუთანაბრდება. 13 და 15 იანვარს ვარაუდობენ ძლიერ ქარს. ტემპერატურა 17-18-19 იანვრის შუალედში მოიკლებს, თუმცა არ იქნება ნალექი. რაც შეეხება ტემპერატურის მატებას, ის 22 იანვრის შემდეგაა ნავარაუდევი და დაახლოებით 7-8 გრადუსამდე მოიმატებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვის ბოლომდე ამინდი მაინც არამდგრადი იქნება.