საკოორდინაციო საბჭოზე თამარ გაბუნიამ საკარანტინე პერიოდის განახლებული ვადების ჩამოყალიბების საკითხზეც იმსჯელა
11.01.2022
უკან დაბრუნება
საკოორდინაციო საბჭოზე თამარ გაბუნიამ საკარანტინე პერიოდის განახლებული ვადების ჩამოყალიბების საკითხზეც იმსჯელა,
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შტამის განსხვავებული მიმდინარეობით, და ასევე იმით რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების ქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია 10 დღე აღნიშნა გაბუნიამ