შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ომიკრონის ცირკულაცია მზარდია
11.01.2022
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ომიკრონის ცირკულაცია მზარდია, შესაბამისად, დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს მთავარი თემა იყო მზაობა „ომიკრონის“ შემთხვევების მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით. კლინიკებში 9000-მდე საწოლია მობილიზებული, აქედან კი 4431 საწოლია დატვირთული. გაბუნიას თქმით ჯანდაცვის სექტორი დღეს 50%-იანი დატვირთვით მუშაობს, ამასთან, ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 წლის პირების ზემოთ მონაწილეობა, ამიტომ იანვრის ბოლომდე 200 - ლარიანი წახალისება გაიცემა ყველა პირზე ვინც აიცრება 50 წლის ზემოთ..