შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იოსებ ხახალეიშვილმა მოინახულა ცენტრალური მოედანზე მდებარე შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები
11.01.2022
უკან დაბრუნება
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაო პროცესებს ქუთაისის მერი გაეცნო. იოსებ ხახალეიშვილმა მოინახულა ცენტრალური მოედანზე მდებარე შადრევნის სარეაბილიტაციო, რუსთაველის გამზირისა და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერის მოწყობის და ნიკეა- თაბუკაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სამუშაოები. რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას 220 მილიონი ლარით, საქართველოს ოთხ რეგიონში.