ნათია თურნავას თქმით ახალ წელს მთავარი გამოწვევა სიღარიბესთან ბრძოლაა
10.01.2022
უკან დაბრუნება
„ეკონომიკური თავლსაზრისით გასული წელი იყო ძალიან რთული და ამავდროულად, წარმატებული“. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შედეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, 2021 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ორ ნიშნა ნიშნულს მიუახლოვდა და დაახლოებით 10.7 %-ია. ნათია თურნავას თქმით ახალ წელს მთავარი გამოწვევა სიღარიბესთან ბრძოლაა, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება იქნება.