ტაქსებში თამბაქოს მოწევა 1 იანვრიდან აიკრძალა
08.01.2022
უკან დაბრუნება
ტაქსებში თამბაქოს მოწევა 1 იანვრიდან აიკრძალა.
თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 200 ლარის ოდენობით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.თამბაქოს მოწევა აკრძალულია ავტომობილშიც, თუ ავტომობილით არასრულწლოვნი იმყოფება . ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარია. ჩვენ თემით მისი აქტუალობიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავინტერესდით და მძღოლებს გავესაუბრეთ მათ პოზიციები არაერთგვაროვანია აღმოჩნდა.