შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სპექტაკლები დრამატულ, ნიღბებისა და თოჯინების თეატრში 29 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრადე გაგრძელდება
06.01.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის საახალწლო სპექტაკლების ჩვენება გრძელდება. სპექტაკლები დრამატულ, ნიღბებისა და თოჯინების თეატრში 29 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრადე გაგრძელდება. ამჯერად, ნიღბების თეატრში სპექტაკლი „ფერიას საახალწლო ზღაპარი“ დაიდგა. ღონისძიების ბოლოს სოციალურად დაუცველ ბავშვებს ადგილობრივი თვითმართველობისგან საჩუქრები გადაეცათ. დასწრება თავისუფალია და კიდევ ერთი სპექტაკლი ხვალ 2 საათზე გაიმართება.