შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ტრადიციული ,,ალილო" გაიმართება
05.01.2022
უკან დაბრუნება
7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ტრადიციული ,,ალილო" გაიმართება. ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი სპეციალისტის ელეონორა გოგოლაშვილის თქმით ტრადიციულ მსვლელობას ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი “ნაინაი“ გაუძღვება. ღონისძიება დაიწყება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან და გამარჯვების მოედნამდე გაგრძელდება. ყოველი წლის 7 იავარს საშობაო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით იმართება.