ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
05.01.2022
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალი შტამი ომიკრონი და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს. საუბარი შეეხო კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზის გამოყენება რჩება.
„არის ახალი გამოწვევები ბუნებრივია კოვიდის მართვის პროცესში, მსოფლიო დღეს უმკლავდება ომიკრონის ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავენ. დღეს საბედნიეროდ კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.