ხვალიდან სინოპტიკოსები გამოდარებას და ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ
04.01.2022
უკან დაბრუნება
ხვალიდან სინოპტიკოსები გამოდარებას და ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურიო ცენტრის უფროსი ავთანდილ ქვაჩაკიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 13 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელია უნალექო ამინდი . დღის ტემპერატურები მოიმატებს 15 გრადუსამდე ხოლო ღამით კი 8-9 გრადუსს შეადგენს. სპეციალისტები 13 იანვრიდან ამინდის კვლავ გაუარესებას ვარაუდობენ. მოსალოდნელია ნალექი თოვლის და წვიმის სახით.