უწმინდესის და უნეტარესის საიუბილეო თარიღზე ჩვენ მოსახლეობა ჩავწერეთ
04.01.2022
უკან დაბრუნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.უწმინდესის და უნეტარესის საიუბილეო თარიღზე ჩვენ მოსახლეობა ჩავწერეთ, მრევლის სრული უმრავლსობა თარიღის მნიშვნელობას ითავისებს, ისინი პატრიარქის ღვაწლსა და დამსახურებაზე საუბრობენ და უწმინდეს ჯანმრთლობას და ერის სულიერ სამსახურში დგომას კიდევ მრავალი წელი უსურვებენ.