ქუთაისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გუშინ გვიან ღამით გალა-კონცერტით დასრულდა
31.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გუშინ გვიან ღამით გალა-კონცერტით დასრულდა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი სცენიდან ქუთაისელებს ახალი წელი ანსამბლმა “შვიდკაცამ" და მომღერალმა ნოდარიკო ხუციშვილმა, ბენდთან ერთად მიულოცა.
დავით აღმაშენებლის მოედანზე და ცენტრალურ ბულვარში გამართულ საშობაო ბაზრობაზე მსურველებს ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-გასართობ სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა, მათ შორის ფოტოსესია სანტა კლაუსთან. ამასთან ერთად, ქალაქის ცენტრში მოძრავმა ორკესტრმა საზეიმო მსვლელობა მოაწყო.