ჩვენ ასევე დავინტერესდით როგორია კოვიდ სტატისტიკა ხარაგაულის რეგიონში
30.12.2021
უკან დაბრუნება
ჩვენ ასევე დავინტერესდით როგორია კოვიდ სტატისტიკა ხარაგაულის რეგიონში, როგორც ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე სატელეფონო ინტერვიუში განმარტავს, რეგიონში დიდთოვლობის გამო მიმართვიანობამ იკლო, დღეს ინფიცირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ დადასტურებულია 3 413 აქედან აქტუირია 135 შემთხვევაა. ყველა პაციენტი საშუალო სიმძიმისაა. იზოლაციაში იმყოფება 43 პირი. მედიკოსი მოსახლეობას მოუწოდებს მოერიდონ სადღესასწაულო დღეებში სტუმრობას და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას, რათა არ გაიზარდოს ინფიცირების შემთხვევები.