კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
30.12.2021
უკან დაბრუნება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კადეტებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს. თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებული მომავალი უსურვა. მათ ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. საახალწლო ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენითა და საახალწლო ვახშამით დასრულდა.