ლადო მესხიშვილი სახელობის სახელმწიფო თეატრში ნიკოლოზ წულუკიძის იგავარაკის მიხედვით სპექტაკლი “ჯადოსნული წრე“ პირველად დაიდგა
30.12.2021
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილი სახელობის სახელმწიფო თეატრში ნიკოლოზ წულუკიძის იგავარაკის მიხედვით სპექტაკლი “ჯადოსნული წრე“ პირველად დაიდგა. წარმოდგენა ახალგაზრდა რეჟისორს გიორგი კაშიას ეკუთნის. დადგმაში 4 იგავია გაერთიანებული და მასში მესხიშვილის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. რეჟისორის თქმით მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მშობლიურ ქალაქში მაყურებლის წინაშე წარადგინოს საკუთარი ნამუშევარი . სპექტაკლი არის ადამიანზე რომელიც სოციალური ფონის გამო ვეღარ მუშაობს თეატრში და ბევრი წლის შემდეგ შემთხვევით ხვდება ამ სივრცეში და იწყებს თავისი ისტორიის გაცოცხლებას. წარმოდგენა ყველა ასაკის მაყურებლისთვის არის გათვლილი.