შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა
30.12.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მგელმა სამი ადამიანი დაკბინა. დაშავებულები მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიან. მათ დაზიანებები სახის არესა და ზედა კიდურებზე აქვთ. როგორც ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილების გამგე, ზურაბ წულაია, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, დაკბენილებს ჩაუტარდათ ქირურგიული დამუშავებები, ანტირაბიული და ანტიტეტანური იმუნიზაცია. ამჟამად პაციენტები შესაბამის მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში გადიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.