შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა
29.12.2021
უკან დაბრუნება
კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, საშობაო მეჯლისის ტრადიცია გაცოცხლდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გრანდიოზული მეჯლისი იმართება, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მეჯლისის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების სცენარი საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმმა საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. გადაღებების შემდეგ კი საახალწლო განათება და დეკორაციები რეზიდენციაში და მის ტერიტორიაზე საახალწლო ზეიმის დასრულებამდე დარჩება, რათა 29 დეკემბრიდან ნებისმიერ მსურველს მიეცეს საშუალება მოინახულოს საშობაოდ მორთული დადიანების სასახლის ეზო და უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე სამეჯლისო დარბაზის ჩათვლით.