ხმაურით დაიწყო ქუთაისის საკრებულოს წლის ბოლო სხდომა
29.12.2021
უკან დაბრუნება
ხმაურით დაიწყო ქუთაისის საკრებულოს წლის ბოლო სხდომა ,რომელზეც 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს უმრავლესობის წევრი 2 დეპუტატი კოვიდვირუსით ინფიცირების გამო სხდომას ონლაინ ერთვება , გადაწყვეტილებას აპროტესტებს ნაციონალური მოზრაობის დეპუტატი გიგა შუშანია და გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს მას, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პასუხობს, თეა ჯუღელი განმარტავს ,რომ დღევანდელი სხდომის ფორმატზე ,მთავრობის 322- ე დადგენილებითა და საკრებულოს რეგლამენტით იხელმძღვანელეს და სხდომაზე კოვიდდადებით დეპუტატებს ონლაინ ჩართვის საშუალება მისცეს .