შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განმარტა
28.12.2021
უკან დაბრუნება
იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განმარტა. რატი ბრეგაძის თქმით 19 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იქნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო მკურნალობის დასრულების შემდგომ ის გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მისივე განცხადებით, მსჯავრდებული არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნას რის გამოც წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა. აღნიშნულის გაTvალისწინებით პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ.