შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიამ 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა
28.12.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიამ 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების და ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მიერ იქნა ორგანიზებული. შეხვედრაზე მერმა დაანონსა ახალი სპორტული დარბაზების მშენებლობა, მისი თქმით უკვე მზადდება პროექტი და ქუთაისის ბალახის ჰოკეის გუნდს ექნება მოედანი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტულ სკოლას. აქვე გახდა ცნობილი რომ ვაკის უბნის და ავანგარდის დამაკავშირებელ ახალ ქუჩას მიენიჭება დავით ხახალეიშვილის სახელი.