"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია, შესაძლოა ისევ დააკავონ
27.12.2021
უკან დაბრუნება
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია, შესაძლოა ისევ დააკავონ.
ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა. წულაია ამბობს რომ მან შემაკავებელი ორდერი მიიღო, რადგან ასმათ დვალიშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მეგობრობას სთხოვდა და ასე კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა . პოლიტიკოსი კი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და რომ ეს მორიგი პოლიტიკური დაშინების მცდელობაა . გოგი წულაია თვდაპირველად 17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ იგი 6000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.ახალ საქმეზე გოგი წულაიას სასამართლო პროცესი 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.