სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო
25.12.2021
უკან დაბრუნება
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო. საზეიმო მესა პადრე გაბრიელმა აღავლინა. სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს მიმართა და ქრისტეშობა მიულოცა.
ქუთაისში მცხოვრები ქართველი კათოლიკები, გასული საუკუნეებიდან, აქტიურად იყვნენ ჩართული ქალაქისა და საერთოდ, იმერეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღევანდელი დღე კი ქუთაისელი ხალხის ტოლერანტობის კიდევ ერთი დადასტურებაა.